saqarTvelos mdinareebi - duabi

ტერიტორიული ერთეულები ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
სათავე კოდორის ქედი
სიგრძე 26 კმ
აუზის ფართობი 114 კმ²

 

მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მოქვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კოდორის ქედზე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 114 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. საშუალო წლიური ხარჯი 5,6 მ3/წმ.